ახალი ამბები

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ არჩევნების ხანგრძლივობაზე

17 ნოემბერი, 2018 • 1651
სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ არჩევნების ხანგრძლივობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “ცესკო” ავრცელებს.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 12-ის ნაცვლად 16 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

თუკი ხმის მიცემა ჩვეულებრივ გრძელდება 8-დან 20:00 საათამდე, საზღვარგარეთის უბნებში 28 ნოემბერს კენჭისყრა დილის 8-დან ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი სარჩელით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” მიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კომისიამ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს ხელოვნური ბარიერი შეუქმნა და გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვდნენ.

“მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად”, – აცხადებდნენ ისინი.

როგორ გაცვალეს როლები “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი