ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, ბუნიათიშვილისთვის გადახდილი მადლობა ხუმრობა იყო

17 ნოემბერი, 2018 • 3568
ზურაბიშვილის თქმით, ბუნიათიშვილისთვის გადახდილი მადლობა ხუმრობა იყო

“ქართული ოცნების:” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილის შესახებ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ხუმრობას უწოდებს. მისით თქმით, კარგად იცის, ვინ ვისი მომხრეა და ვისი – არა.

“ხატია ბუნიათიშვილის სურათზე იყო ის, რაც თქვენგან ძალიან შორს არის: ხუმრობა, იმიტომ, რომ თვითონ გამოაკრა 48. ძალიან კარგად ვიცი, ვინ ვისი მომხრე არის და ვისი არ არის. ამავე დროს, გერმანულადაც ვკითხულობ. მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?”, – აღნიშნა მან.

გუშინ, 16 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე განათავსა დოკუმენტური ფილმის აფიშა, გერმანულენოვანი სახელწოდებით“48 Stunden Georgien”, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილი მონაწილეობს. მან პიანისტს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ეს პოსტი მის ფეისბუქ პროფილზე დღეს, 16 ნოემბერს განთავსდა და დაახლოებით 30 წუთში წაიშალა.

პოსტზე მალევე გაჩნდა არაერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელთაც ბუნიათიშვილის ეს აფიშა ზურაბიშვილის მხარდამჭერ გზავნილად აღიქვეს. კანდიდატის არაერთი მხარდამჭერი აღნიშნულს “სასიამოვნო მოულოდნელობად” და “მოულოდნელ სიურპრიზად” აფასებდა.

ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილს ჯერ მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი პოსტი წაშალა

მასალების გადაბეჭდვის წესი