ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა

16 ნოემბერი, 2018 • 1676
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა

დღეს, 16 ნოემბერს გამართულ აუქციონზე საქართველოს ეროვნლმა ბანკმა 10მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. უწყების ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.67 ლარი შეადგინა.

ხვალ, 17 ნოემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.67 ლარი იქნება. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, რომელიც სებ-მა დღეს გაავრცელა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა.

ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდებოდა. საპირისპირო ტენდენცია 9 ნოემბრიდან იკვეთება. დღევანდელის მსგავსად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ამ დღესაც 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი