ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძის განმარტებით, ზურაბიშვილის პოსტი ბუნიათიშვილზე სარკაზმი იყო

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოსტს სარკაზმად აფასებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას ფეისბუქით ეხმაურება და წერს:

“ვისაც მართლა გჯერათ, რომ ბუნიათიშვილის პოსტერზე მიწერილი მადლობა სერიოზულად იყო მიწერილი და არ იყო სარკაზმი- ვაი, ვაი, ვაი, მაგრად გაგჭირვებიათ”.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე განათავსა დოკუმენტური ფილმის აფიშა, გერმანულენოვანი სახელწოდებით“48 Stunden Georgien”რომელშიც ხატია ბუნიათიშვილი მონაწილეობს. მან პიანისტს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტობის კანდიდატის ეს პოსტი მის ფეისბუქ პროფილზე დღეს, 16 ნოემბერს დაიდო და დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე იყო განთავსებული, შემდეგ კი წაიშალა.

ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილს ჯერ მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი პოსტი წაშალა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან