ახალი ამბები

თბილისი-ხაშურის მიმართულებით სახიდე გადასასვლელზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

24 მაისი, 2014 • • 1416
თბილისი-ხაშურის მიმართულებით სახიდე გადასასვლელზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე (თბილისი-ხაშურის მიმართულება) სამშენებლო კომპანია გეგმურ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 25 მაისის 09:00 საათიდან 5 ივნისის 09:00 საათამდე აღნიშნულ სახიდე გადასასვლელზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ხაშური-თბილისის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში განხორციელდება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი