ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრმა კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტის მშენებლობა დაათვალიერა

24 მაისი, 2014 • • 1584
პრემიერ–მინისტრმა კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტის მშენებლობა დაათვალიერა

დღეს საბაჟო პუნქტის მსენებლობა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

 

საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის ვადებსა და ტექნიკურ დეტალებზე საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მიაწოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარწახის გამშვები პუნქტი საქართველოს თურქეთთან ახალი, ეფექტური დერეფნით დააკავშირებს, შემოკლდება მანძილი არდაგანამდე, გაუმჯობესდება სასაზღვრო პოლიტიკა, რეგიონს და ადგილობრივებს კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ.

როგორც პრემიერს მშენებლობაზე განუმარტეს, ახალ პუნქტში სწრაფი და კომფორტული მომსახურებისთვის ყველა პირობა შეიქმნება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. მშენებლობაზე 100-მდე მოქალაქე მუშაობს, საბაჟო-გამშვები პუნქტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 70 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტის მშენებლობაზე
ირაკლი ღარიბაშვილი კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტის მშენებლობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი