ახალი ამბები

მოსახლეობის 67% მეზობლად ნარკოდამოკიდებულს არ ისურვებდა – კვლევა

16 ნოემბერი, 2018 • 1374
მოსახლეობის 67% მეზობლად ნარკოდამოკიდებულს არ ისურვებდა – კვლევა

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC-საქართველო) კვლევის მიხედვით, რომელიც ევროპის საბჭოს დაკვეთით მომზადდა, მოსახლეობის 67% მათ მეზობლად ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს არ ისურვებდა.

ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ ვის არ ისურვებდნენ გამოკითხულები საკუთარ მეზობლად, მეორე ყველაზე ხშირი პასუხი კრიმინალები იყო (67%) ხოლო შემდეგ ლგბტ ადამიანებს ასახელებდნენ (54%).

კვლევის ავტორების განცხადებით, სხვა ჯგუფები რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა დაასახელა, რაც ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უმცირესობის ჯგუფებს შორის საქართველოში ნეგატიური განწყობა ყველაზე მეტად ლგბტ ადამიანების მიმართ არსებობს.


“CRRC-საქართველომ” კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით ჩაატარა. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით.

რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, “CRRC-საქართველომ” ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2 205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი – 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული. კვლევა,  წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვა 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა.

სხვა უმცირესობებთან შედარებით, ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობა ყველაზე დაბალია – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი