მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის კაცის ცხედარი ამოასვენეს

ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის კაცის ცხედარი ამოასვენეს.

MAN-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 53 წლის მამაკაცი მართავდა, ჟინვალჰესის წყალსაცავში 14 ნოემბერს ჩავარდა.

სააგენტო განმარტავს, რომ განსაკუთრებულად რთული პირობების გამო საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება.ღონისძიებაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 მაშველი და 3 მყვინთავი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან