პუტინის ვიზიტი სინგაპურში ინციდენტების ფონზე [ვიდეო]

რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სინგაპურში ვიზიტის დროს. რუსეთის ფედერაციის მეთაური სინგაპურში  ASEAN-ის (სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) სამიტს ესწრებოდა. სამიტის პირველ დღეს პუტინი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედროდა, თუმცა მისი დაგვიანების გამო პრემიერთან შეხვედრა გაუქმდა.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა, ოხშაბათს, 14 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტს, სხვა დელეგატების მსგავსად, დაცვამ მეტალის დეტექტორში გავლა მოსთხოვა. პუტინს უნდოდა დეტექტორისთვის გვერდი აევლო, თუმცა დაცვამ ის შეაჩერა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სამიტზე სახელმწიფო მეთაურები სპეციალური შესასვლელით სარგებლობდნენ.

მომხდარზე განმარტება კრემლის პსრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა. ერთ-ერთი რუსული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდეტმა ჩვეულებრივი შესასვლელით ისარგებლა. პუტინის შენობაში შესვლის კადრები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ “რუსეთი 24”-მა გაავრცელა. სახელმწიფოსგან დაფინანსებული მედიასაშუალება ირწმუნება, რომ გასასვლელი, სადაც პუტინმა გაიარა, მეტალოდეტექტორები არ იყო დამონტაჟებული.

საპირისპიროს ამტკიცებს Deutsche Welle. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, სამიტის უსაფრთხოების სამსახურმა პუტინი აიძულა მეტალდეტექტორზე გაევლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთახში, სადაც პუტინსა და სინგაპურის პრეზიდენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და დიმიტრი პესკოვი არ შეუშვეს. “ისინი შესასვლელიდან უკან ჰოლში დააბრუნეს”, – წერს “რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.