ახალი ამბები

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 • 1180
მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

MAN-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 53 წლის მამაკაცი მართავდა, ჟინვალჰესის წყალსაცავში გუშინ ჩავარდა.  მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ძებნა გუშინ დაიწყო, თუმცა ღამე ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოები შეწყდა.

სამძებრო სამუშაო დღეს დილით,  07:30 საათიდან განახლდა. სამუშაოებში ჩაერთოა მძიმე ტექნიკაც, რათა წყალსაცავიდან ამოღებულ იქნას სატვირთო ავტომანქანა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი