საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს — თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 14 ნოემბერს გარდაცვლილი იპოვეს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ინიციალებით ლ.ბ.

სამინისტროს ცნობით, იგი 29 წლის იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, ლ.ბ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორად.

გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხონის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.