ახალი ამბები

“პრინციპული არჩევანი” – სალომე ზურაბიშვილის ახალი სლოგანი “ოცნებისგან”

14 ნოემბერი, 2018 • 5678
“პრინციპული არჩევანი” – სალომე ზურაბიშვილის ახალი სლოგანი “ოცნებისგან”

საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინ “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია ახალი სლოგანით მიმდინარეობს: “სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი”.

“ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კლიპიც გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ ზემოხსენებული ახალი სლოგანით ბოლოვდება. ვიდეოს სათაუარია: გააკეთე პრინციპული არჩევანი!

როგორც ცნობილია, კამპანიის დაწყების დღიდან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანია: “ერთად საქართველოსთვის”. სალომე ზურაბიშვილს თავის ფეისბუკზე ჯერჯერობით არ გამოუყენებია ახალი სლოგანი.

სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო სლოგანი “ძალა ერთობაშია”.

ამავე თემაზე

გამოიცანი საარჩევნო სლოგანი [ტესტი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი