ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმები აზიატიური მენტალიტეტის გამოვლინებაა – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ “აზიატიური მენტალიტეტი ვლინდება”. კობახიძის თქმით, ქალ კანდიდატზე ასეთი ტიპის მასშტაბის თავდასხმა და შეურაცხყოფა “ქვეყანაში მენტალიტეტის გამოსწორებას არ უწყობს ხელს”:

“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის სირთულეები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით და, ბუნებრივია, ასეთი ტიპის კამპანია, როდესაც ვხედავთ ამ მასშტაბის თავდასხმას, შეურაცხყოფას ქალი კანდიდატის მიმართ, ხელს არ უწყობს ჩვენს ქვეყანაში მენტალიტეტის გამოსწორებას. ის, რაც ხდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, არის აზიატური მენტალიტეტის გამოვლინება. სწორედ ამ მენტალიტეტით მართავდა „ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე ქვეყანას და ამიტომ მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა“, -თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში რუმინელი დეპუტატის გამოსვლაზეც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა ენმ-ის პრეზიდენოტბის კანდიდატი, საქართველოსთვის შესაფერისი პრეზიდენტი არ იქნება. ვიქტორ ბოშტინარუ “სოციალ-დემოკრატების” ჯგუფიდანაა. სწორედ ამ ჯგუფის წევრია “ქართული ოცნება”:

ევროპარლამენტში დებატების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

ევროპარლამენტი დღეს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.