ახალი ამბები

ცესკოს სხდომა, სადაც II ტურის თარიღი უნდა ჩაინიშნოს, 19 საათამდე გადაიდო

14 ნოემბერი, 2018 • 1220
ცესკოს სხდომა, სადაც II ტურის თარიღი უნდა ჩაინიშნოს, 19 საათამდე გადაიდო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც არჩევნების შედეგები უნდა შეჯამდეს და II ტურის თარიღი ჩაინიშნოს, 19:00 საათამდე გადაიდო.

სხდომა დღეს, 13:00 საათზე უნდა გამართულიყო.

საქართველოში მოქმედი 3 სადამკვირვებლო ორგანიზაცია- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია- ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებს.

ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც არასამთავრობოების ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა,  რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. NGO-ების თქმით, საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს, შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა, არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობოების განცხადებით, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი