ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში 20 წლის ქალი ქმრის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა

14 ნოემბერი, 2018 • 1724
ერევანში 20 წლის ქალი ქმრის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა

სომხეთის პოლიციის ცნობით, 11 ნოემბერს ერევანში ქმარმა 20 წლის ცოლს სცემა, რის შემდეგაც ქალი მიღებული ტრავმების გამო 12 ნოემბრის ღამეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციითვე, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოლსა და ქმარს შორის ჩხუბის დროს ქმარმა ცოლს დაარტყა, ქალი გონების მოუსვლელად, “პოლიტრავმის” დიაგნოზით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“გამოძიება გრძელდება, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ფაქტს სოციალურ ქსელებში სომხეთის ქალთა მოძრაობის წევრები ეხმაურებიან და ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობაზე  საუბრობენ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი სომხეთის პარლამენტმა 2017 წლის 8 დეკემბერს, პარლამენტსა და საზოგადოებაში ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო. საბოლოო ჯამში, კანონის ტექსტში გაჩნდა ტერმინი ”ტრადიციული სომხური ოჯახი”. ზოგიერთი სომეხი აქტივისტის, კერძოდ, “ქალთა მიმართ ძალადობის  შეჩერების” კოალიციის წევრთა აზრით, ახალი დამატებები კანონის ტექსტში არსებული რეგულაციებს არაეფექტურსა და ბევრად სუსტს ხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი