ახალი ამბები

ბაღის დირექტორის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს – სააგენტო აღნიშნულს უარყოფს

13 ნოემბერი, 2018 • 1925
ბაღის დირექტორის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს – სააგენტო აღნიშნულს უარყოფს

თბილისის ბაგა-ბაღის მართვის სააგენტომ 6 ბაღის დირექტორი დაითხოვა. 109-ე, 131-ე,111-ე, 169-ე, 145-ე და 50-ე ბაღის დირექტორები, სააგენტოს თქმით, მონიტორინგისას დაფიქსირებული დარღვევების გამო გაათავისუფლეს, თუმცა ერთ-ერთი დირექტორი გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ სააგენტომ ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღო, რაც მან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციაზე უარი თქვა.

იმის შესახებ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური გარემოთია განპირობებული, რუსთავი 2-თან ინტერვიუში 169-ე ბაღის ყოფილი დირექტორი, ფიქრია ჩხაიძე ყვება.

“აქტიურად უნდა ვყოფილიყავით ჩართულები [არჩევნებში], მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ ბაღის პოლიტიკაში ჩართულობას,” – ამბობს ფიქრია ჩახნაშვილი.

ამ ინფორმაციას უარყოფენ ბაგა-ბაღების სააგენტოში. როგორც მათ ნეტგაზეთს უთხრეს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მონიტორინგის დროს აღნიშნულ დირექტორებს რამდენიმე დარღვევა დაუფიქსირეს. მათი ინფორმაციით, დაფიქსირებულ დარღვევბს შორის იყო ფინანსური და ადმინისტრაციული ხარვეზები, საკვების გადამალვის მცდელობები, ხელშეკრულებების დარღვევები და მენიუს თვითნებური ცვლილებები.

თავად ბაღის დირექტორები რუსთავი 2-თან ამბობენ, რომ თუ ისინი არგუმენტირებულ პასუხს არ მიიღებენ სააგენტოსგან, დავას სასამართლოში გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი