ახალი ამბები

ისრაელმა და ღაზის სექტორმა ერთმანეთის დაბომბვა განაახლეს

13 ნოემბერი, 2018 • 2486
ისრაელმა და ღაზის სექტორმა ერთმანეთის დაბომბვა განაახლეს

ისრაელმა და ღაზის სექტორმა ერთმანეთის ტერიტორიების დაბომბვა კვირას, 11 ნოემბერს დაიწყეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შეტაკებებისას დაიღუპა 6 პალესტინელი სამხედრო და ერთიც ჰამასის ადგილობრივი მეთაური. გარდა ამისა, შეტაკებას ესმხვერპლა ერთი ისრაელელი ჯარისკაცი და ისრაელის ტერიტორიაზე, ქალაქ აშკელონში მცხოვრები პალესტინელი.

როგორც BBC წერს, კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 ნოემბერს გაირკვა, რომ ღაზაში ისრაელის სპეცილური სამხედრო დანაყოფი ღაზის სექტორის ტერიტორიაზე 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო შესული ფარული ოპერაციის ჩასატარებლად. აღნიშნული ჯგუფი შემოწმების მიზნით გააჩერა ჰამასის ადგილობრივმა ლიდერმა. სწორედ ამ შეხვედრისას, ორმხრივი სროლის დროს, დაიღპა ჰამასის ადგილობრივი მეთაური და ისრაელელი სამხედრო. ისრაელის სპეცდანაყოფის დანარჩენი წევრები ტერიტორიიდან ვერტმფრენით გაიყვანეს.

ჰამასის სპიკერმა ინციდენტს “ისრაელის ლაჩრული თავდასხმა უწოდა”. ისრაელის მხარე კი, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა მათი მიზანი ვინმეს მოკვლა არ ყოფილა.

კვირას განვითარებულ მოვლენებს ორივე მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ორშაბათის შემდეგ ღაზადან ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, ისრაელის ჯარი კი აცხადებს, რომ წარმატებული ავიაიერიში 150 სამიზნეზე მიიტანეს.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრაელში. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში ცხელი ხაზიც ამოქმედდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი