ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საინიციატივო ჯგუფი: “ევროპული არჩევანი” სომხეთისთვის ბუნებრივია

20 მაისი, 2014 • • 1351
საინიციატივო ჯგუფი: “ევროპული არჩევანი” სომხეთისთვის ბუნებრივია

საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთს შეუძლია განვითარდეს ეფექტურად და უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ღირსეული ყოფა მხოლოდ ევროპულ ღირებულებეზე დაფუძნებით, ასევე, სახელმწიფო მოწყობის და საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების ევროპული მოდელით, ხოლო საბაჟო კავშირის წევრობა და ევრაზიული ინტეგრაციის გაღრმავება მოიტანს მძიმე შედეგებს სუვერინენტის, დემოკრატიის, ქვეყნის ეროვნული იდენტობის საკითხებში.

 

ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ 2013 წლის 3 სექტემბრიდან (როდესაც პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ) ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არაბუნებრივი სიტუაცია ჩამოყალიბდა: ერთ დღეში ქვეყანამ გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდან და დაადგა სხვა, რადიკალურად საწინააღმდეგო გზას, დებატების გარეშე, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად და პოლიტიკურ ველზე წინააღმდეგობის მიუხედავად.

 

საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო ჯგუფს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და აქტიურ მოქალაქეებს, გააერთიანონ ძალისხმევა და მიიღონ მონაწილეობა, რათა შეიქმნას სამოქალაქო მოძრაობა, პირობითი სახელით  “ევროპული არჩევანი”, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

არა პუტინიზმს - აქცია სომხეთში
არა პუტინიზმს – აქცია სომხეთში

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი