ახალი ამბები

Air France საქართველოში შემოსვლას გეგმავს – “ტავ ჯორჯია”

13 ნოემბერი, 2018 • 2452
Air France საქართველოში შემოსვლას გეგმავს – “ტავ ჯორჯია”

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლას Air France გეგმავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია 2019 წლის აპრილიდან თბილისიდან  პარიზის მიმართულებით ფრენების შეასრულებს.

“Air France-ის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს,”-აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის თანახმად, დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.


“ტავ ჯორჯია” თურქული “ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ტავ ჯორჯიასთან მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი