ახალი ამბები

ორ ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით შსს-მ სამი ადამიანი დააკავა

13 ნოემბერი, 2018 • 1461
ორ ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით შსს-მ სამი ადამიანი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ორ ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების ვერსიით 12 ნოემბერს, ღამით, თამარ მეფის გამზიზრზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ინფორმაცია ორ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის შესახებ პირველად 12 ნოემბერს “თანასწორობის მოძრაობამ” გაავრცელა. მათი თქმით, 7 თავდასხმელი ქალებს გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, ქალებს სახის არეში არაერთი დაზიანება აქვთ მიყენებული. მათ შორის ერთ-ერთს თავდამსხმელებმა დაუზიანეს ყბის ძვლები. ორივე ქალს მიღებული აქვს ტვინის შერყევაც.

ორ ტრანსგენდერ ქალს 7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდა – თანასწორობის მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი