ახალი ამბებისამართალი

პირს, რომელმაც 73 წლის მოხუცი მავთულით გაგუდა, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

13 ნოემბერი, 2018 • 2369
პირს, რომელმაც 73 წლის მოხუცი მავთულით გაგუდა, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

დღეს, 13 ნოემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის მოხუცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ა.კ-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, 2018 წლის 15 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში ა.კ-მ განაწყენების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა მასთან მუმდივად მცხოვრები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ლ.ბ.

სამართალდამცველებმა ა.კ. იმავე დღეს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი