ახალი ამბები

სახალხო დამცველი მუქარის წერილების შესახებ გამოკითხვაზე შსს-ში მივიდა

12 ნოემბერი, 2018 • 1064
სახალხო დამცველი მუქარის წერილების შესახებ გამოკითხვაზე შსს-ში მივიდა

პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება.

ლომჯარია შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გაასაჯაროვა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც მას ფეისბუკზე მისდიოდა.

“სამწუხაროდ, მსგავსი შინაარსის მუქარები არ განხორიელებულა მხოლოდ ჩემი მისამართით, ეს ხორციელდება სხვა უფლებადამცველების, აქტივისტების, ჟურნალისტების მისამართითაც”,- პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა ლომჯარიამ.

“დღეს ასეთი მუქარის ადრესატი პრეზიდენტობის კანდიდატიც გახდა. ჩემი მხრიდან შეტყობინებების გასაჯაროვების მიზეზი იყო სურვილი – მიმეპყრო საზოგადოების და სამართალდამცველების ყურადღება, რათა ყველამ აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე და ანალოგიური მუქარა არ იყოს მისაღები და ნორმალური მოვლენა ჩვენს საზოგადოებაში”, -განაცხადა ლომჯარიამ შსს-ში შესვლამდე.

ლომჯარიამ მუქარის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 12 ნოემბერს, თქვა, რომ მას ემუქრებიან.

ზურაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლითაც მიმდინარეობს

ომბუდსმენის თქმით, მუქარის შემცველ წერილებს თავადაც იღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი