ახალი ამბებისამართალი

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების პროტესტი “ოცნების” ოფისთან [ვიდეო]

12 ნოემბერი, 2018 • 1714
მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების პროტესტი “ოცნების” ოფისთან [ვიდეო]

დღეს, 12 ნოემბერს, ქართული ოცნების მთავარ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქცია გამართეს. შვილმკვდარი მამები მხახრდაჭერებთან ერთად პარლამენტის ტერიტორიიდან მსვლელობით გადავიდნენ მმართველი პარტიის ოფისთან და მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა.

ქართული ოცნების ოფისთან სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, დედა და ბებია გამოვიდნენ. აქციაზე იმყოფებოდა თემირლანის დაც. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ და მოქმედ ხელმძღავნელებს ადანაშაულებენ სპეცოპერაციის დაგეგმვაში, რასაც თემირლანის სიცოცხლე შეეწირა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – თემირლანის მამა:

ქართული ოცნების გუნდის თავმჯდომარისგან მოვითხოვ ყველა მხეცის დასჯას, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ტერორისტული აქტი და ვინც მოკლა მძინარე ბავშვი! ვინც დამაყაჩაღა და ყველაზე ძვირფასი წამართვა! დღეს თქვენ იქცევით ისე, როგორც იმ ღამეს იქცეოდა ის ხროვა – პანიკურად, არაადამიანურად და მხეცურად. ამას თქვენ არ გაპატიებთ არც მე და არც ჩემი ერი, ქართველი ერი! ეს დაიმახსოვრეთ!

თქვენი აღსასრულო მოვიდა! მოვა ახალი ხელისუფლება და ყველას მოგიჩენენ თქვენ თქვენს ადგილს! იყავით მანამდე ჩამძვრალები სოროში, როგორც ხართ დღეს, მაგრამ პასუხის გაცემა მაინც მოგიწევთ ყველა შეკითხვაზე.”

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ მათი შვილების მკვლელებისა და ხელის დამფარებლების დასჯის მოთხოვნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი