ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი-სარალიძე პარლამენტიდან “ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობას გამართავენ

12 ნოემბერი, 2018 • 1371
მაჩალიკაშვილი-სარალიძე პარლამენტიდან “ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობას გამართავენ

დღეს, 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” მთავარი ოფისისკენ მსვლელობას გამართავენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში პანკისელები ჩამოდიან. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სოფელ დუისიდან მხარდამჭერებს პარლამენტთან 14:00 საათისთვის ელოდება. საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ სწორედ ორ საათზე დაიწყება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნაა იმ სპეცოპერაციის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი დაისაჯოს, რომელსაც მისი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის დასჯას ითხოვს.

“დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ სისხლიანი ტერაქტის მონაწილეები, რომელიც ჩაიდინეს 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში. ესენი უნდა დაისაჯონ, მთელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს,” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან პოლიცია უკვე მობილიზებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი