ახალი ამბები

ორ ტრანსგენდერ ქალს 7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდა – თანასწორობის მოძრაობა

12 ნოემბერი, 2018 • 3125
ორ ტრანსგენდერ ქალს 7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდა – თანასწორობის მოძრაობა

“თანასწორობის მოძრაობის”ინფორმაციით, დღეს, 12 ნოემბერს 7 თავდამსხმელი ორ ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა.

როგორც ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, ქალებს სახის არეში არაერთი დაზიანება აქვთ მიყენებული. მათ შორის ერთ-ერთს თავდამსხმელებმა დაუზიანეს ყბის ძვლები. ორივე ქალს მიღებული აქვს ტვინის შერყევაც.

“თანასწორობის მოძრაობა” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

“ერთ-ერთი დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და ეხმარება მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში,” – ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

ორგანიზაცია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი