ახალი ამბები

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! – სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია ინტერნეტში

10 ნოემბერი, 2018 • 11544
უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! – სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია ინტერნეტში

“უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!” – ამ სახელწოდებით ინტერნეტში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა. მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივა მერიის მოთხოვნას მიემართება შვილმოკლული მამებისადმი, შეცვალონ აქციის ჩატარების ადგილი 7 დეკემბრამდე, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.

პეტიციის ტექსტში, რომლითაც მოქალაქეები ქალაქის მთავრობას მიმართავენ, ვკითხულობთ:

“რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა “სხვა” ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების “აუცილებლობის” მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!”

პეტიციაზე ხელის მოწერა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ნაძვის ხის დადგმას აპირებენ და აქციის ადგილის შეცვლას გვაიძულებენ — სარალიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი