ახალი ამბები

ირმა ხეცურიანმა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიო თასი მოიპოვა

10 ნოემბერი, 2018 • 1498
ირმა ხეცურიანმა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიო თასი მოიპოვა

ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიო თასის მფლობელია.

თბილისში მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრმა ფინალში ბელარუსელი ანასტასია კასტსიუჩკოვა ანგარიშით 15:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მანამდე, 7 ნოემბერს ირმა ხეცურიანმა რომში, მსოფლიო ჩემპიონატის მოხმალავე ქალთა ტურნირიც მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. მაშინ მან ტაილანდელ მოწინააღმდეგს 15:10 აჯობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი