ახალი ამბები

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა

10 ნოემბერი, 2018 • 2096
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 10 ნოემბერს 217კგ. დაძლია, რითაც მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა და ამავე დროს, მსოფლიო რეკორდი დაამყარა დაამყარა.

2018 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობს.

ტალახაძემ 10 ნოემბერს პირველ ცდაზე ასწია 207 კგ, შემდეგ — 212 კგ, რითაც უკვე დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

მესამე ცდაზე ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა 217 კგ-ის აწევით.

ტალახაძე აქამდეც იყო მსოლფიოს და ევროპის ჩემპიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი