ახალი ამბები

რაგბი: იტალიამ საქართველოს 28-17 მოუგო

10 ნოემბერი, 2018 • 1774
რაგბი: იტალიამ საქართველოს 28-17 მოუგო

10 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დამარცხდა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 28-17.

მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო იტალიის ქალაქ ფლორენციაში, არტემიო ფრანკის მოედანზე.

შეხვედრა მსოფლიოს სანაკრებო ამხანაგური ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა.

იტალიელებმა მატჩის განმავლობაში ოთხი ლელოს დადება მოახერხეს, საქართველოს ნაკრებმა — მხოლოდ ერთის.

საქართველოს მხრიდან ლელო თამაზ მჭედლიძემ დადო;

პირველი ტაიმი 18-7 დასრულდა, მეორე ტაიმი — 10-10.

შემდეგი მატჩი საქართველოს სამოას ნაკრებთან აქვს ერთ კვირაში, 17 ნოემბერს.

ამის შემდეგ კიდევ ერთი კვირის თავზე კი “ბორჯღალოსნები” ტონგას ეროვნული ნაკრების მორაგბეებს ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი