ახალი ამბები

ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონია – ქართველი სპორტსმენის ისტორიული გამარჯვება

10 ნოემბერი, 2018 • 4284
ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონია – ქართველი სპორტსმენის ისტორიული გამარჯვება

ქართველი სამბისტი ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. მან ეს ტიტული გუშინ, 9 ნოემბერს, ბუქარესტში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა და როგორც თავის კარიერაში, ისე საქართველოს საჭიდაო სპორტის ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაწერა.

ოძელაშვილმა ფინალში, 72 კგ–იან წონით კატეგორიაში  რუმინელი მეტოქე დაამარცხა და ასე გახდა საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი ქალი, რომელმაც ჭიდაობის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.

ჩემპიონატის პირველ დღეს ასევე წარმატებით იასპარეზეს სხვა ქართველმა სამბისტემაც – გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ), რომელთაც  ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი