ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში იმყოფებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურში არ აკეთებენ კომენტარს, ვის შეხვდა ირაკლი კობახიძე და რა საკითხები განიხილეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე. მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

“ასეთ შეხვედრებს ხშირი ხასიათი აქვს. ჩვენ მუდმივად ვხდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ საპატრიარქოში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი დამოკიდებულება არაერთხელ გამოჩნდა ჩვენს ქმედებებში”, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, მსგავსი კომუნიკაცია საპატრიარქოსთან ძალიან ხშირია და ამას არჩევნებთან კავშირი არა აქვს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და შს მინისტრის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მთავრობამ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი