ახალი ამბებისამართალი

მერაბ მორჩაძე ვითომ მღელვარების ჩასახშობად იყო დაკავებული – ზაზა სარალიძე

9 ნოემბერი, 2018 • 2305
მერაბ მორჩაძე ვითომ მღელვარების ჩასახშობად იყო დაკავებული – ზაზა სარალიძე

ეს იყო მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი იმისთვის, რომ ვითომ მღელვარება ჩაეხშოთ, – ასე ეხმაურება ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პირობითი მსჯავრით გათავისუფლებას

“თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს. რა თქმა უნდა, ეს იყო მირზა სუბელიანის ხრიკები, ვიღაც მიეცათ პასუხისგებაში იმისთვის, რომ გავჩერებულიყავი მე, მაგალითად. მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და არა იმას, ვინ ვის ფული აჩუქა და ვინ ვის დაეხმარა. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ მხრივ, არაფერი ვიცი. რატომ ცენს დამნაშავედ, არ ვიცი და რატომ აძლევდნენ პასუხისგებაში, ესეც არ ვიცი. საერთოდ, ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ზაზა სარალიძემ.

  • დღეს, 9 ნოემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის ინფორმაციით, ბრალის აღიარების და დამნაშავედ ცნობის შემდეგ, მერაბ მორჩაძეს 2 წლის ვადით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვრცლად:

ხორავას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ მორჩაძე პირობითით გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი