ახალი ამბები

საქართველო VS ყაზახეთის ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება

9 ნოემბერი, 2018 • 1629
საქართველო VS ყაზახეთის ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თბილისში გასამართი საქართველო VS ყაზახეთის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი მხოლოდ 1 ლარი იქნება.

“მადლობა გულშემატკივრობისთვის! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის – საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე”, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

მატჩი ერთა ლიგის ეგიდით იმართება 19 ნოემბერს,  21:00 საათზე დინამო არენაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი