ახალი ამბებიგართობა

ლოკის როლში ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობით Marvel სერიალს იღებს

9 ნოემბერი, 2018 • 2588
ლოკის როლში ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობით Marvel სერიალს იღებს

ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰიდლსტონი ლოკის როლით მცირე ეკრანზე ბრუნდება. როგორც Cnet წერს, ინფორმაცია ამის შესახებ Disney-მ დაადასტურა. სერიალი ახალ არხზე,  Disney+-ზე 2019 წლიდან გავა.

როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია, სატელევიზიო სერიალი პირადპირ იქნება დაკავშირებული მარველის კინოსამყაროსთან თუ არა, მაგრამ მთავარ როლში ტომ ჰიდლსტონის მონაწილეობა სწორედ ამაზე მიანიშნებს (თუნდაც ის პრიქველი აღმოჩნდეს).

ჭორები იმის შესახებ, რომ Marvel ლოკის მონაწილეობით სერიალის გადაღებას გეგმავდა, სექტემბრიდან გავრცელდა. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, კომპანია სერიალის გადაღებას სკარლეტ ვიჩზე და მარველის სხვა სუპერგმირებზეც გეგმავს.

მცირე ეკრანზე Marvel-მა რამდენიმე სერიალი უკვე გადაიღო – მათ შორის Netflix-თან ერთად “შილდის აგენტები”, “დეარდევილი”, ჯესიკა ჯონსი, “აირონ ფისტი”, ლუკ ქეიჯი და “მცველები”,  Hulu-სთან კოლაბორაციით “გაქცეულები” FX-თან კი “ლეგიონი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი