ახალი ამბები

აშშ გმობს ატოცში მავთულხლართების მონტაჟს

9 ნოემბერი, 2018 • 1675
აშშ გმობს ატოცში მავთულხლართების მონტაჟს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის “ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან მეორე დღეა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი