ახალი ამბები

“Freedom Bridge” – ქართულ მარკაზე მშვიდობის ხიდის სახელწოდება შეცდომით თარგმნეს

9 ნოემბერი, 2018 • 3247
“Freedom Bridge” – ქართულ მარკაზე მშვიდობის ხიდის სახელწოდება შეცდომით თარგმნეს

საქართველოს ფოსტის მარკაზე, რომელზეც თბილისში მდებარე მშვიდობის ხიდია გამოსახული, ნაგებობის სახელწოდება შეცდომითაა ნათარგმნი.

ხიდის სახელწოდება ინგლისურ ენაზე არის “Bridge of Peace”(Peace – მშვიდობა), თუმცა მარკაზე ის ნათარგმნია, როგორც “თავისუფლების ხიდი” – Freedom Brdige.

მარკა 2018 წელს გამოიცა საქართველოს ხიდების სერიის ფარგლებში.

მშვიდობის ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის, 2010 წლის 6  მაისს გაიხსნა. მისი დიზანიერი იტალიელი მიკელე დე ლუკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი