ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

8 ნოემბერი, 2018 • 5198
ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას ბიუჯეტის ხარჯვას არ უკავშირებს. მისი თქმით, ლარს პოლიტიკოსების განცხადებები აუფასურებს.

“ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება 100 პროცენტით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოდან, რაც დღეს არის შექმნილი… იმ აგრესიული რიტორიკითა და უპასუხისმგებლო, ტყუილი განცხადებებით, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმის. დღეს ლარის გაფუფასურების ეკონომიკური საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ეს არის აჟიოტაჟით გამოწვეული… იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც ოპოზიცია ატარებს. ეს არასტაბილურობის განცდა მოიტანა იმ რიტორიკამ, რომელსაც ასე უტიფრად ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები. ლარის გაუფასურება აბსოლუტურად არ უკავშირდება ფისკალურ ხარჯვას”, – აცხადებს მინისტრი.

ლარი დოლართან ერთი თეთრით, ევროსთან კი თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. გუშინდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.76 ლარი გახდა, ერთი ევროს კურსი კი 3.17 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება.

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, შესაძლოა ლარის გაუფასურება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ქვეყანაში არსებულ შავ ფულს უკავშირდებოდეს. კოკა-კოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანაში შეიძლება ისეთი ფული იხარჯება, რომელიც დეკლარირებული არ არის.

ამავე თემაზე

ეროვნული ბანკი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას არჩევნებს უკავშირებს

ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები რომ დაიწყოს, უარეს დღეში ჩავვარდებით – ჭყონია ლარის კურსზე

უპასუხისმგებლო განცხადებებმა ლარის დევალვაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყო – ბახტაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი