ახალი ამბები

აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს ადმინისტრაციული საზღვართან – ელიზაბეთ რუდი

8 ნოემბერი, 2018 • 1366
აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს ადმინისტრაციული საზღვართან – ელიზაბეთ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ეხმაურება ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების უკანონოდ მონტაჟის პროცესს და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს გმობს.

“აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები, გაიყვანოს  ძალები ომამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და შესაძლებელი გახადოს ჰუმანიტარული მისიების წვდომა ამ რეგიონებში”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი