ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: ჰომოფობიის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ

16 მაისი, 2014 • • 1319
მაია ფანჯიკიძე: ჰომოფობიის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ

“ჰომოფობიის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. ამ თემაზე[17 მაისს დაგეგმილი აქცია] ინფორმირებული მე იმაზე მეტად არ ვარ, რამდენადაც თქვენ. საგარეო კუთხე არაფერ შუაში არ არის, ადამიანები უნდა ვიყოთ მოწოდებული იმისათვის, რომ ერთმანეთს არ ვერჩოდეთ, ერთმანეთს არ ვმტრობდეთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთის უფლებებს ვიცავდეთ, ეს არის მთავარი, საგარეო და საშინაო კუთხე ამ საკითხს არ აქვს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. 2013 წელს 17 მაისს გამართულ აქციაზე სასულიერო პირები და მრევლი ლგბტ თემის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. წელს კი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ინიციატივით 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ხვალ თბილისში მრევლის მსვლელობა და პარაკლისის გადახდა იგეგმება. 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე


მასალების გადაბეჭდვის წესი