ახალი ამბები

ლარი დოლართან 1 თეთრით, ევროსთან კი თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა

7 ნოემბერი, 2018 • 1333
ლარი დოლართან 1 თეთრით, ევროსთან კი თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან ერთი თეთრით, ევროსთან კი თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.76 ლარი გახდა, ერთი ევროს კურსი კი 3.17 ლარია. როგორც წესი, ლარის ღირებულება გაცილებით დაბალია სავალუტო ჯიხურებში.

ლარი გუშინ, 6 ნოემბერსაც გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა დოლართან თითქმის ორი თეთრით, ხოლო ევროსთან ორი თეთრით გაუფასურდა.

6 ნოემბერს ეროვნულმა ბანმა განცხადება გაავრცელა და სავალუტო “რყევები” საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. სებ-ში ამტიცებენ, რომ კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესს ფუნდამეტური ფაქტორები არ განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი