გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე დაბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორიგი კვირიკაშვილის ვერიფიცირებული გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე აღდგა. კვირიკაშვილმა ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გადადგომის შემდეგ პირველი განცხადება გამოაქვეყნა (განცხადების ტექსტს გაეცანით ბმულზე).

მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მისი ფეისბუკის ვერიფიცირებული გვერდი ხელმისაწვდომი იყო, თუმცა  20 ივლისს უკვე აღარ იძებნებოდა.

მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, ფეისბუკის გვერდი არის მისი პირადი გვერდი და  მასზე მთავრობის ადმინისტრაციას წვდომა აღარ ჰქონდა, შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის უცნობია, ვინ გააუქმა ის.

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, რომელსაც ათასობით მომწონებელი ჰყავდა, საყოველთაო განხილვის საგანი 2018 წლის მაისში გახდა. მაშინ პრემიერის პოსტს, რომლითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, ფეისბუკის ათასობით მომხმარებლები “ჰაჰაჰა”-თი გამოეხმარა, რასაც პოსტზე მოწონებების სწრაფი ტემპით მატება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი ძირითადად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა.

ამის შემდეგ მოქალაქეებმა “პრემიერის ბოტების” გასაპროტესტებლად კანცელარიასთან აქცია გამართეს და ბოტები მიიტანეს.

თავისი სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმა ბიძინა ივანიშვილმაც 2013 წელს, როცა მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამავე თემაზე

გიორგი კვირიკაშვილის Facebook გვერდი აღდგენიდან მალევე ისევ წაიშალა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.