ახალი ამბები

7 ნოემბერს ხალხმა ღიად გამოხატა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – ბახტაძე

7 ნოემბერი, 2018 • 1861
7 ნოემბერს ხალხმა ღიად გამოხატა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – ბახტაძე

“7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ღიად გამოხატა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, დღე, როდესაც რეჟიმი ღიად დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს, ხალხის უფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თავისუფალ მედიას და ზოგადად დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 7 ნოემბერს.

“2007 წლის 7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმამაღლა უთხრა უარი ძალადობრივ რეჟიმს. ეს იყო წყალგამყოფი, როდესაც ერთ მხარეს იდგა თავისუფალი ხალხი და მეორე მხარეს მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელშიც დაცულია ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი მონაპოვარი, ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა – მისი უფლება და ღირსება!”, – აცხადებს პრემიერი.


სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანიაში „იმედი“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.

ამავე თემაზე

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაა – ვაშაძე

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაა – ვაშაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი