ახალი ამბები

თბილისში დაგეგმილ ფორუმზე ღამის მერები ჩამოვლენ – კალაძე

7 ნოემბერი, 2018 • 1452
თბილისში დაგეგმილ ფორუმზე ღამის მერები ჩამოვლენ – კალაძე

21 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თბილიში ღამის ეკონომიკის ფორუმი გაიმართება. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ფორუმის ფარგლებში დედაქალაქში “ღამის მერები” და სხვადასხვა ექსპერტბი ჩამოვლენ.

“თბილისში პირველი საერთაშორისო ღამის ეკონომიკის ფორუმი გაიმართება. დედაქალაქში ჩამოვლენ ღამის მერები, ექსპერტები ურბანული განვითარებისა და კულტურის მენეჯმენტის. წელს ფორუმში 9 ქვეყანა იქნება წარმომდგენილი და პარალელურად, კლუბები, რესტორნები და საკონცერტო დარბაზები ჩაერთვებიან ფორუმში”, – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმითვე, ფორუმის ფარგლებში ქალაქის მთავრობა გაიგებს, თუ რა შეიძლება იმისთვის გაკეთდეს, რომ თბილისში ღამის ეკონომიკა განვითარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი