ახალი ამბებიხელოვნება

ნიუ იორკში მხატვარ რია კაჭარავას გამოფენა გაიხსნა (ფოტოები)

7 ნოემბერი, 2018 • 3733
ნიუ იორკში მხატვარ რია კაჭარავას გამოფენა გაიხსნა (ფოტოები)

ნიუ იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა “ნათება” გაიხსნა. ეს ახალგაზრდა არტისტის პირველი პერსონალური ექსპოზიციაა, რომელიც 14 ნამუშევარს აერთიანებს. სერიის თემა რიტუალური ნიღბებია.

რიტუალურ ნიღბებს მხატვარი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, რამაც საბოლოოდ ფერწერული ტილოების შექმნამდე მიიყვანა. ზეთის საღებავების გარდა, რია იყენებს კანაფის ძაფს, რომლითაც ნახატებზე სხვადასხვა ბიბლიური ციტატაა ამოქარგული. რამდენიმეგან გამოსჭვივის ქართული ფრაზებიც, რომელთაგან გამორჩეულია სიტყვა “ნათება”. ავტორი ამბობს, რომ ამ სიტყვას მისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ის ფრაზები, რაც ნახატებზე დაიტანა, გონებაში ბავშვობიდან ჩაებეჭდა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა.

რიას ნამუშევრების ნახვა ნიუ იორკში 15 ნოემბრამდე შეგეძლებათ მისამართზე: The Inlay/59 East 4th Street. New-York, NY 10003.

რია კაჭარავას ნამუშევრები:

მასალების გადაბეჭდვის წესი