ახალი ამბები

მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

7 ნოემბერი, 2018 • 1755
მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა

საზოგადოება 2030-ის ყოფილი ექსპერტი მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა. სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დუნდუა ივანე მაჭავარიანის მოადგილედ გუშინ, 6 ნოემბერს დაინიშნა.

მიხეილ დუნდუა 2018 წლის მაისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილე იყო და, ამავდროულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. 30 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

„საზოგადოება 2030“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილის მიერ შექმნილი საზოგადოების ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა სფეროს ანალიტიკოსების მომზადება იყო. ივანიშვილს მიაჩნდა, რომ მიმდინარე მოვლენებზე სათანადო ანალიზი ვერ ხდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი