გაზის ინტოქსიკაციით 9 წლის ბავშვი დაიღუპა, მშობლების მდგომარეობა მძიმეა

6 ნოემბერს ვარკეთილში გაზის ინტოკსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო მისი მშობლების მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნული ფაქტი დღის პირველ ნახევარში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბავშვის ცხედარს ექსპერტიზაზა უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მძიმეა დაღუპული ბავშვის დედის და მამის მდგომარეობა, რომლებმაც ასევე ძლიერი გაზის ინტოქსიკაცია მიიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240​1 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.