ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან დღესაც გაუფასურდა

6 ნოემბერი, 2018 • 1587
ლარი დოლართან და ევროსთან დღესაც გაუფასურდა

ლარი დოლართან თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.75 ლარი გახდა, ევროს ოფიციალური კურსი კი 3.13 ლარია. აქმდე მოქმედი კურსით ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.11 იყო, შედეგად ლარი ევროსთან 2 თეთრით გაუფასურდა.

დღეს, 6 ნოემბერს ეროვნულმა ბანმა განცხადება გაავრცელა და სავალუტო “რყევები” საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. სებ-ში ამტიცებენ, რომ კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესს ფუნდამეტური ფაქტორები არ განაპირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი