ახალი ამბები

ღამის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

6 ნოემბერი, 2018 • 1781
ღამის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

გუშინდელი ღამის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.

5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები კი 05:17 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ მართგაჯინაში იყო.

05:20 საათზე კი 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სოფელ პერევში იყო.

როგორც “ნეტგაზეთს” ონის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგი, რწმუნებულები დადიან სოფლებში, რათა ვითარებას გაეცნონ, თუმცა ჩვენ ყველას დავუკავშირდით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიწისძვრას არც მსხვერპლი და არც ნგრევა არ მოჰყოლია”, – აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი