რეჟისორი ლილი იოსელიანი გარდაიცვალა

რეჟისორი ლილი იოსელიანი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლილი იოსელიანი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სახალხო არტისტი.

სხვადასხვა წლებში ის იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, მარჯანიშვილის თეატრისა და რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, ასევე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

მისი მნიშვნელოვანი დადგმები იყო ბერნარდ შოუ – “პიგმალიონი”, მაქსიმ გორკი – “ფსკერზე”, მაქსიმ გორკი – “მდაბიონი”, ანტონ ჩეხოვი – “სამი და” თეოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი” და სხვ.


1945 წლიდან ლილი იოსელიანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

 

ლილი იოსელიანი
ლილი იოსელიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი .