ახალი ამბები

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი მოსკოვში КВН-ზე ნახევარფინალში გავიდა

14 მაისი, 2014 • • 1887
საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი მოსკოვში КВН-ზე ნახევარფინალში გავიდა
კლუბის ხელმძღვანელი სოფო ბანძავა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კვნ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს გუნდმა მეოთხედფინალში გაიმარჯვა. 

“გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა ყველა გუნდთან შედარებით კითხვა-პასუხის კონკურსში საუკეთესო შედეგი აჩვენა,”- ამბობს ბანძავა. 

სოფო ბანძავამ მოსკოვში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს, მიხეილ ხუბუტიას საქართველოს ნაკრების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხუბუტიამ დააფინასა საქართველოს ნაკრების მოსკოვში ჩასვლა მიმდინარე წლის მარტშიც
 
შეგახსენებთ, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები ამჟამად ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომლები არიან.


მასალების გადაბეჭდვის წესი